თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დასდო ბრალი.
„თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია თურქეთსა და საბერძნეთს ერთმანეთთან არ აკავშირებს. დრო როცა მოვა, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. როგორც იტყვიან, ერთ ღამეს, შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოვიდეთ. შეხედეთ ისტორიას. თუ კიდევ უფრო შორს წახვალთ, მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ. და ბოლოს, ჩვენ ერთი წინადადება გვაქვს საბერძნეთისთვის: ნუ დაივიწყებთ იზმირს“, – აცხადებს ერდოღანი.
საბერძნეთში თურქეთის ბრალდებები უარყვეს.
„ჩვენ ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს პროვოკაციული განცხადების შინაარსს. რათა გახდეს ნათელი, ვინ ცდილობს დინამიტის დაყენებას ჩვენი ალიანსის ერთობისთვის ამ სახიფათო დროს“, – აცხადებენ ათენის საგარეო საქმეთა სამინისტროში.