”ნამეტანი ძვირი ხომ არ გვიჯდება “ოღონდ მიშა არ იყოს – გადასახადი” ? – არჩილ გამზარდია

“ქართულმა ოცნებამ” შემოიღო “ოღონდ მიშა არ იყოს – გადასახადი”.
ოღონდ მიშა არ იყოს და ხალხი უპრობლემოდ იხდის ყველა ხარკს, რასაც და როცა დაგვაკისრებს ხელისუფლება.
ოღონდ მიშა არ იყოს და ჯანდაბას სამართალი და სასამართლო.
ოღონდ მიშა არ იყოს და რა პრობლემაა, გაძვირდეს ყველაფერი სადამდეც გაეხარდება.
ოღონდ მიშა არ იყოს და ჭამოს ხელისუფლებამ ჩვენი ფული, რამდენიც გაეხარდება.
ოღონდ მიშა არ იყოს და ნუ გვექნება ნურცერთი უფლება, უნდათ, გამოსვლას აგვიკრძალავენ, უნდათ მაღაზიაში შესვლას, უნდათ მგზავრობას.
ოღონდ მიშა არ იყოს და ჯანდაბას, რომ საფრთხეები ყოველ დღე იზრდება, ეს საქართველო კი დღითიდღე ვიწროვდება შაგრენის ტყავივით.
ოღონდ მიშა არ იყოს და როგორც სურთ, ისე გადაუფორმებიათ არჩევნები, ვინც სურთ და სადაც სურთ, იქ დაუნიშნავთ.
მოკლედ, ოღონდ მიშა არ იყოს და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ნურაფერი.
ბოდიში, მაგრამ ნამეტანი ძვირი ხომ არ გვიჯდება “ოღონდ მიშა არ იყოს – გადასახადი” ?’
არჩილ გამზარდიას პოსტი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share