„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული შედეგების შემდეგ, მეოთხე პრეზიდენტმაც და მთელმა ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს“,- ამის შესახებ „ღამის კურიერში“ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
„დღეს დადასტურდა, რომ არჩევნებში არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად იგივე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
არჩევნები არ გაყალბებულა, ერთადერთი მათ ბოდიშის მოხდა დარჩენიათ. შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ ისე, როგორც ამას დემოკრატიის პრინციპები მოითხოვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.