სამშობიაროს დაბომბვა და გზა რუსების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ – ომის სიმბოლოდ ქცეული ქალის ისტორია

მა­რი­ა­ნა ვი­შე­მირსკა­ია – ქალი მა­რი­უ­პო­ლი­დან, რომ­ლის ფო­ტოც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა და რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის შეჭ­რის, ომის სი­სას­ტი­კის სიმ­ბო­ლოდ იქცა – ორ­სუ­ლი მა­რი­ა­ნა სამ­შო­ბი­ა­რო­ში იმ დროს იყო, როცა რუ­სებ­მა და­ბომ­ბეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა და ბავ­შვიც გა­ა­ჩი­ნა.

მა­რი­ა­ნას გან­საც­დე­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ოკუ­პან­ტებ­მა ის რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნეს.

ვი­შე­მირსკა­ია ომამ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რი იყო. მან თავს გა­დახ­დე­ნი­ლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ადა­მი­ა­ნებს ომის სა­კუ­თა­რი ამ­ბა­ვი უამ­ბო.

mari-62539-1653282069.jpg

“მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­ბრუნ­დი, უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე ჩემი მკი­თხვე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მთხოვ­დნენ მეთ­ქვა, რო­გორ ვი­ყა­ვით ჩვენ, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა ხდე­ბო­და ახლა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ფი­ზი­კუ­რად არ მაქვს იმი­სი უნა­რი, რომ ყვე­ლა მე­სი­ჯი წა­ვი­კი­თხო და მით უმე­ტეს, თი­თო­ე­ულს ცალ-ცალ­კე ვუ­პა­სუ­ხო.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სი­ახ­ლე აქ გა­გი­ზი­ა­როთ. ასე რომ, ჩემს ამ­ბავს და­ვი­წყებ იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც დო­ნეცკ­ში ოჯახ­თან ერ­თად – მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. მა­რი­უ­პო­ლი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, პრი­ო­რი­ტე­ტი იყო იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოგ­ვეკვლია, რად­გან სი­ცო­ცხლის პირ­ველ დღე­ებ­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ექი­მე­ბის მხრი­დან დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო.

იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში, სა­დაც ევა­კუ­ა­ცი­ამ­დე ვცხოვ­რობ­დით, ტემ­პე­რა­ტუ­რა მხო­ლოდ 6 გრა­დუ­სი იყო, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სა­ნი­ტა­რი­ულ პი­რო­ბებ­ზე და ხალ­ხის მუდ­მივ ნა­კად­ზე. გარ­და ამი­სა, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ტერ­ნე­ტი, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმის გა­გე­ბა, თუ რა მოხ­დე­ბო­და შემ­დეგ.

mariana2-62712-1653282083.jpg

დო­ნეცკ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ბავ­შვის ზუს­ტი სი­მაღ­ლე და წო­ნაც კი არ ვი­ცო­დით, მაგ­რამ უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ვარ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ვინც ჩვე­ნი ბავ­შვის და­ბა­დე­ბა­ში და­მეხ­მა­რა! დო­ნეცკ­ში ჩას­ვლის პირ­ველ დღე­ებ­ში ყვე­ლა ექიმ­თან ვი­ყა­ვით, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ დავ­ხუ­რეთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი – ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­და­ვე­დით მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან­ზე – ჩემს გა­მოკ­ვლე­ვა­ზე.

და­მე­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი (შე­საძ­ლოა, დაღ­ლი­ლო­ბის, ან პოსტმშო­ბი­ა­რო­ბის პე­რი­ო­დის გამო), ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ ავი­და 40-მდე. ცოტა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი (მათ შო­რის, უცხო­უ­რი მე­დი­ას) და უფრო ხში­რად და­ვი­წყე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ჩე­ნა.

mariana-62635-1653282093.jpg

ახლა მე რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ვუყ­ვე­ბი ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას, თუ რა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ მინ­და ცო­ტა­თი შევ­ცვა­ლო ჩემი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის თემა – მას შემ­დეგ რაც დედა გავ­ხდი, ახლა ვეც­დე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მოგ­მარ­თოთ რჩე­ვის­თვის. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობ­დი თავი შორს და­მე­ჭი­რა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის­გან, მაგ­რამ აღარ შე­მიძ­ლია გან­ზე დგო­მა და იგ­ნო­რი­რე­ბა. ამი­ტომ, ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას გა­ვუ­ზი­ა­რებ ის­ტო­რი­ებს იმის შე­სა­ხებ, რაც ხდე­ბა ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლა­ქებ­ში – დო­ნეცკ­სა და მა­რი­უ­პოლ­ში და ზო­გა­დად დონ­ბას­ში, სა­დაც და­ვი­ბა­დე და სა­ი­და­ნაც არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას თუნ­დაც ამ რთულ დღე­ებ­ში”, – წერს მა­რი­ა­ნა ვი­შე­მირსკა­ია.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share