“გიკვირთ რატომ ხართ ნოლები, თუ ასე გააგრძელებთ იქნებით ისევ ნოლები” – კალაძე ჟურნალისტს

გიკვირთ რატომ  ხართ ნოლები, თუ ასე გააგრძელებთ იქნებით ისევ ნოლები – ასე უპასუხა მერმა კალაძემ “მთავარ არხს” მერიის ახალ შენობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

როგორც ის ამბობს, ახალ შენობაში, ისანში მერიის ადმინისტრაცია არ გადადის და იქ მხოლოდ გარკევული სამსახურები განთავსდება. მათ შორს 63 მუნიციპალიტეტის სასერვერო ცენტრი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი განმარტავს, რომ 3-4 სართულიანი შენობა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აშენდება, ეს ინფორმაცია დაფარული არაა და რა თანხა დაჯდება, მხოლოდ პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share