გამოძიება უნდა წარიმართოს თუნდაც იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვახერხოთ სტრასბურგში წასვლა – ქაცარავა

“გამოძიება უნდა წარიმართოს თუნდაც იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვახერხოთ სტრასბურგში წასვლა”, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა და გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიერ ნაცემმა დავით ქაცარავამ განაცხადა. ქაცარავა დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა, სადაც გამომძიებლებს, ნივთმტკიცების სახით, ის ტანსაცმელი გადასცა, რომელიც ცემის დღეს ეცვა.

“ეს სისტემა თავის ჯალათებს, თავის შემსრულებლებს უფრთხილდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ იმ ჯალათებმა პრემიებიც კი მიიღეს ამაში. ეს გამოძიება უნდა წარიმართოს თუნდაც იმისთვის, რომ გავიაროთ ყველა ის პროცედურა და საბოლოოდ მოვახერხოთ სტრასბურგში წასვლა და სტრასბურგში ჩივილის გაგრძელება. ეს არის ჩემი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით, სანამ ეს სისტემა ამ სახით იარსებებს, ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ვებრძვით ვერასდროს ვიპოვით სამართლიანობას,” – განაცხადა ქაცარავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share