მსოფლიოს ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ქვეყნების უამრავ ქალაქს, რაიონს,სოფელს თუ დაწესებულებას თავიანთი ბიბლიოთეკები გააჩნიათ,რომლებიც ერთმანეთისაგან გამოირჩევა სხვადასხვა თავისებურებებით.
გიამბობთ, მსოფლიოს ყველაზე უცნაური ბიბლიოთეკების შესახებ.
კურორტი–ბიბლიოთეკა
ეს გახლავთ ტაილანდში, სასტუმროში, დიდი ბიბლიოთეკა,რომელიც პირდაპირ აუზთანაა აშენებული,ასე რომ დასვენების დროს შეგიძლიათ სასურველი წიგნი წაიკითხოთ.
ბიბლიოთეკა- ნიჟარა
ყაზახეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა უფრო მეტად მფრინავ თეფშს ან რომელიღაც ზღვის მოლუსკის ნიჟარას წააგავს. შენობის ფორმის არჩევანი რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, მისი წყალობით მზე მაქსიმალურად დიდხანს ანათებს ბიბლიოთეკის ინტერიერს.
ბიბლიოთეკა მეტროში
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დროის მოსაკლავად წიგნის კითხვაა. აი, წიგნის ასეთი მოყვარულებისთვის არსებობს ნიუ იორკის მეტროს 50–ე ქუჩის სადგურზე ბიბლიოთეკა, სადაც მგზავრობისას საკითხავად წიგნის ამორჩევა შეგიძლიათ.
შავი ბრილიანტი
ასე უწოდებენ კოპენჰაგენის მცხოვრებნი სამეფო ბიბლიოთეკის ახალ კორპუსს, მოდერნისტულ სტილში გადაწყვეტილ, შავი ფერის შენობას, რომელიც ქალაქის სხვა ნაგებობებისგან მკვეთრად გამოირჩევა.
წყარო: ოზურგეთის ბიბლიოთეკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share