რაც ზურაბიშვილმა (პრეზიდენტად) თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ბიძინას აქვს სერიოზული დისკომფორტი – ხუხაშვილი

“ოპოზიცურ ფლანგზე ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე თუ მოხდა მასთან დაკავშირებით, მას შეუძლია მთელი ამ პროცესის ორთქმავლის როლი ითამაშოს,” – ამ განცხადებას გია ხუხაშვილი აკეთებს და სალომე ზურაბიშვილის როგორც ერთიან ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლო დასახელებას ეხმაურება.

ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის კარგი იქნება თუ საარჩევნო პერიოდში შეჯერდებიან საპრეზიდენტო კანდიდატზე, რადგან ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებასაც” მოუწევს თავისი კანდიდატის დასახელება.

”ოპოზიცურ ფლანგზე ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე თუ მოხდა მასთან დაკავშირებით, მას შეუძლია მთელი ამ პროცესის ორთქმავლის როლი ითამაშოს, რაც ბუნებრივი იქნება, ის არის ამ მოცემულობაში პროდასავლური ფლანგის უპირობო ლიდერი, აქედან გამომდინარე, ეს არის სწორი გზავნილი. მე ვფიქრობ აგრეთვე, რომ მისი სახე, როგორც მთავარი ელემენტი რეფერენდუმის, უნდა ტრიალებდეს. სიმბოლო დასავლური გზის არის სალომე ზურაბიშვილი.
ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უჩნდება საჭიროება, რომ თავისი კანდიდატურა გამოიყვანოს, სხვანაირად ეს იქნება დიდი მინუსი, რომ ოპოზიციას ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი და ამათ არ ჰყავთ – ვინ უნდა გამოიყვანოს – თანაზომადი ფიგურა სალომე ზურაბიშვილის არ ჰყავთ,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

იქნება თუ არა ივანიშვილი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური იმუნიტეტი სჭირდება და არ გამორიცხავს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე საპრეზიდენტო კანდიდატად თავის ვერსიას განიხილავდეს.

”ეს პოლიტიკური იმუნიტეტი მისთვის არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ეს თემა შეიძლება იყოს განხილული. ეს სტატუსი მისთვის არის კომფორტული – რატომ, იმიტომ, რომ პოლიტიკური მენეჯმენტი არ უყვარს, პრემიერობა ეზიზღება, არც მაშინ უნდოდა, როცა იყო, იმიტომ, რომ ყოველდღიური სამუშაოა და კაბინეტში იჯდეს და იმას უყვარს ხეები, გადარგე, მორწყე და ტელეფონით გადაწყვიტოს ყველა თემა, რაც თვითონ უნდა და ყველა ჰყავდეს აბსოლუტურ მორჩილებაში. პრეზიდენტის სტატუსი პირდაპირ მორგებულია მასზე, სახელმწიფო მეთაური იქნება, ჩრდილოვან მმართველობაზე ვერავინ ილაპარაკებს, შეიძენს პოლიტიკურ იმუნიტეტს ამ სანქციებთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ, რომ ის ამაზე ფიქრობდა, ეს საუბროები იყო კულისებში.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა, დასწრებაზე ითამაშა – ბიძინას აქვს სერიოზული დისკომფორტი. იმიტომ, რომ ბიძინას მთელი ძალაუფლება დგას მისი უძლეველობის მითოლოგიაზე – ის ხომ ერთადერთი და განუმეორებელია, ზეადამიანია და შესაბამისად, კონკურენტულ ბრძოლაში შესვლა ანგრევს მის მითოლოგიას და ეს თუ დაინგრა, სისტემაში გაჩნდება ბზარები,” – ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციურ გაგაჯგუფებას, ხუხაშვილი საუბრობს შესაძლო გადალაგებაზე:

”ყველაზე ბუნებრივი განლაგება არის ასეთი: ეს არის ლელო და ახალი ერთად, ეს არის ენმ და ვის შემოიკრებს ირგვლივ – ეს პატარ-პატარები. შეიძლება ახალგაზრდობამ სტრუქტურირება მოახერხა, ახალგაზრდობა ერთი ჯგუფი არ იქნება, ისინიც არ არიან ერთგვაროვანები – იქ არიან მემარცხენეები, მემარჯვენეები, ისინიც თუ პოლიტიკურ მაგიდასთან მიუჯდებიან ამ პოლიტიკურ ცენტრებს კარგი იქნება, გახარია ცალკე მიდის, იმიტომ, რომ გახარიას პოლიტიკური პარტნიორები არ ჩანან ამ დედამიწაზე და რა ვქნათ – გახარიას საკმაოდ სერიოზული შანსი აქვს. ერთი პერიოდი მას ძალიან გაუჭირდა, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი წავიდა ქუჩაში და ახალგაზრდებისთვის არ არის გახარია მისაღები ფიგურა, გახარია საინტერესო არის საჯარო სექტორისთვის, თუ ის სწორ კამპანიას… ყოფილ ქოცებზე ყველაზე დიდი კარები აქვს მას,“ – ამბობს ხუხაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share