გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 13 ივლისს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.