35 750 ჯარისკაცი, 1 577 ტანკი, 3 736 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინის გენშტაბის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 35 750;
  • ტანკი – 1 577;
  • ჯავშანტექნიკა – 3 736;
  • საარტილერიო სისტემა – 796;
  • სარაკეტო სისტემა – 246;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105;
  • თვითმფრინავები – 217;
  • ვერტმფრენი – 186;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 645;
  • საკრუიზო რაკეტები – 143;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 610;
  • გემი/ნავი/კატარღა – 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 61.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share