” ოპოზიციამ ბოიკოტის თვალსაზრისით უკიდურესი ნაბიჯები გადადგა, რის გამოც საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის ყურადღება გააქტიურდა”, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში „360 გრადუსი“.
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი საქმე გააკეთა, ის მოსამართლეები დასვა, ვინც უნდოდა. საარჩევნო ოქმები „გააპრავა“ ამ სასამართლომ. მელიას დაჭერა „გააპრავა“. მაღალ ფასს რატომ იხდის? იმიტომ, რომ ოპოზიცია ქუჩაში დგას, თორემ ოპოზიცია ამას შიგნითაც ყვიროდა. დასავლეთს ასეთი რეაქცია არ ჰქონდა. სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ მართლაც უკიდურესი ნაბიჯები გადადგა ბოიკოტის თვალსაზრისით, ამიტომ გააქტიურდა დასავლეთის ყურადღება საქართველოსთან მიმართებით“,- განაცხადა ბურჯანაძემ.