“ივანიშვილი დიდი დილემის წინაშე დგას… კობახიძეს მომავალს არ გადააყოლებს” – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

“ივანიშვილი   დიდი დილემის წინაშე დგას – ვისთან დალაგდეს.

ჯერ ერთი, თავად აქვს ნათქვამი, რომ 2024 წელს კოალიციაში მოგვიწევს ყოფნაო და მეორე, დღეს ივანიშვილზე უკეთ არავინ იცის, რომ „ოცნება“ 43 % -ს უბრალოდ ვერ აიღებს.

„ოცნების“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს კი, გახარია ნამდვილად მოსწონს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ივანიშვილი ისევ გახარიასთან დალაგდეს და მერე რა, რომ კობახიძეს  თავი დედამიწის  ჭიპი ჰგონია, მას მომავალს ნამდვილად არ გადააყოლებს.

ამიტომ ვამბობ სულ, რომ საქართველოში  რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს და არა საარჩევნო კოდექსით!

რადგან, გაყალბების მექანიზმს „ოცნება“ არასოდეს  შეელევა,  მათთან „პოსლეზე“ თამაში კი უბრალოდ არ შეიძლება, აუცილებლად ყველას გადააგდებენ და თან ზედ შეურაცხოფებსაც მიაყენებენ,  მთელი მსოფლიო ყავთ გადაგდებული და იმიტომ.”

.alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: