საქართველო ბევრი წელია სიძულვილის მორევში იხრჩობა და სამწუხაროდ ამ სიძულვილის კერები კი არ იკლებს, მატულობს.
ხისტი პოზიცია შეიძლება გქონდეს საქციელის, პოზიციის მიმართ, მაგრამ როცა ეს პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის, ეს უკვე სიძულვილია არა კონკრეტული მოქმედების, არამედ ადამიანის მიმართ.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ, სამწუხაროდ, პირადად დიდი გამოცდილება მაქვს ამ მორევში ტრიალის და კარგად ვიცი, როგორ დავზარალდით ადამიანებიც და საქმეც ამის გამო.
სიძულვილზე უარის თქმა არ ნიშნავს საკუთარ პოზიციის დაცვაზე და შენთვის მიუღებელი პოზიციის კრიტიკაზე, სარკაზმზე და ირონიაზე უარის თქმას. უბრალოდ, ადამიანის ჭკუა, გარეგნობა არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პოზიცია აქვს მას.
გადადგა ვინმემ ჩვენთვის მიუღებელი ნაბიჯი? შევაფასოთ, გავაკრიტიკოთ, გავბრაზდეთ, დავცინოთ, დავგმოთ, ოღონდ ეს ნაბიჯი და არა ადამიანი, რომელსაც თუ რამე ეშლება, ასე უფრო მიხვდება და თუ შეგნებულად აზიანებს საქმეს, ესეც ყველასთვის გასაგები გახდება და ჩვენი ლანძღვით ამას ვერ შევცვლით, მხოლოდ ჩვენ გავბოროტდებით და მასაც გავაბოროტებთ, ვისი პოზიციაც არ მოგვწონს. როცა რამეს ებრძვი, ძალიან დიდია იმის საფრთხე რომ თავად დაემსგავსო მას, თუ სიძულვილი გამოძრავებს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ჭკუას არ ვასწავლი. უბრალოდ საკუთარ მძიმე გამოცდილებას გიზიარებთ.
იერინა სარიშვილი.