არ არის ჯანსაღი დღეს “ოცნების” ამომრჩეველი იყო, ყველა კარი ჩაგვიკეტეს და რეპრესიები დააანონსეს – გიგაშვილი

“უთხარით თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, რომ რაც დღეს მოვისმინეთ არ არის ის, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველო იბრძვის. არ არის ჯანსაღი დღეს ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველი იყო,” – ამის შესახებ პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქართული ოცნების ახალი ოფისის გახსნას და პარტიის ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

გიგაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლობა ჯანსაღი აღარ არის, რადგან ამ ძლამ ქვეყანას ყველა კარი ჩაუკეტა და ახლა კი არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.

”მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!!
უთხარით თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, რომ რაც დღეს მოვისმინეთ არ არის ის, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველო იბრძვის.
არ არის ჯანსაღი დღეს ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველი იყო. არ არის. არ არის ნორმალური მოგწონდეს ის, რასაც ისინი აკეთებენ დღეს. ყველა კარი ჩაგვიკეტეს და ნახევარი საათის წინ რეპრესიები დაანანონსეს.
არჩევანი არის გასაკეთებელი უპერსპექტივობასა და განვითარებას შორის.
თქვენი შვილებისთვის მაინც გააკეთეთ ეს, სულ თუ არავისთვის.
და მერწმუნეთ, თუ თქვენი შვილის მომავლის გამო ოქტომბერში არ შემოხაზავთ 41-ს, ძალიან მალე მიხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი შვილისთვის, არამედ თქვენი კეთილდღეობისთვისაც გააკეთეთ ეს.
იმიტომ, რომ უნდა ვიცხოვროთ ერთად საქართველოში, სადაც განსხვავებული აზრის გამო კი არ გცემენ, გბლოკავენ, გირტყავენ და საშინელებებს გაბრალებენ, არამედ იქ, სადაც ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ჩვენს განვითარებას და მომავალს ჩაკეტავს და საფრთხის ქვეშ დააყენებს, პასუხს უნდა აგებდეს და უნდა წავიდეს!
და თუ მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ჩვენ ნელ-ნელა გვეყინება ევროპული მომავლის გარანტია, ეს უნდა დავიჯეროთ და არა ის, რომ მათ ,,გლობალური ომის პარტია” და მსგავსი სისულელეები ვეძახოთ. (ვითომ და არ ვამჩნევდეთ ნახევარი საქართველო პურის ფულისთვის რომ შრომობს. ზოგს ამის საშუალებაც არ აქვს.)
წაიკითხეთ რა ფული ჰქონდა გამოყოფილი ევროკავშირს ჩვენს დასახმარებლად, და ნუ ამბობთ რომ ეს ტყუილია.
გააგებინეთ თქვენს ახლობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ,,ქართულ ოცნებას” უწონებენ ყველა საქციელს, რომ არ არის ნორმალური რაც დღეს საქართველოში ხდება. და ეს არის ახალგაზრდების დაღუპვა. მათი შვილების და შვილიშვილების!” – წერს გიგაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share