20:00 საათიდან AstraZeneca-ს მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყება

დღეს, 5 მაისს 20:00 საათიდან AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე დოზით აცრები 10 მაისიდან დაიწყება.

მათივე თქმით, დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა.

AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share