ერთხელ, ტრადიციული გაკვეთილისას, პატარებთან, სიტყვამ მოიტანა და ცნობილი ლეგენდა გავიხსენეთ სოლომონ ბრძენზე, რომელსაც ბეჭედზე ეწერა ასე: “ესეც გაივლის” და რთულ დროს დახედავდა ხოლმე. უფრო უკეთ რომ გითხრათ, ადრე ვისაუბრეთ ამ ამბავზე და რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიკითხე, აბა, ვის გახსოვთ მეთქი. მეო! – იყვირა ერთმა გოგონამ, გურულმა, შესაბამისად – ძალიან ნიჭიერმა და ძალიან ცელქმა. შევატყვე, ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ მაინც ,,არ დავინდე”. ცოტა შეყოყმანდა და მიპასუხა: ,,რა ეწერა და ქორწილამდე მოგირჩებაო!”