ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ბახმაროში ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია: ” ჩემო ძვირფასებო, დიდი ინტერესის საგანია დღეს კურორტი ბახმარო, ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს ეპიდსიტუაციის შესახებ ბახმაროში… მინდა ყველას გითხრათ, ვისაც ბახმარო გიყვართ და გინდათ დასვენება: სრულად ვფლობთ სიტუაციას, სტატისტიკა კეთილსაიმედოა, ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტირებების შედგად დადებითი შემთხვევები არ გამოვლენილა, ყოველდღიურად იტესტება დამსვენებლები, მოქმედი სასტუმროების და კვების ობიექტების პერსონალი. დაისვენეთ, ისუნთქეთ ჟანგბადით გაჯერებული ჰაერით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რეგულაციების დაცვა ბახმაროშიც აუცილებელია, ვაქცინაცია გვიცავს ყველგან! აქტიურ და ჯანსაღ დასვენებას გისურვებთ 2050 მეტრ სიმაღლეზე ნისლიან ბახმაროში ” _ წერს ჯიბუტი სოციალურ ქსელში.