ზურაბ ნასარაიამ თანამდებობა დატოვა, მას დიდი ალბათობით გიორგი სახოკია ჩაანაცვლებს
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მთავრობის კანცელარიიდან არაოფიციალურად აცნობეს.
ჩვენი წყაროს ცნობით, გურიის ახალი გუბერნატორის ვინაობა ხვალისათვის დანიშნულ მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
ვრცელდება ინფორმაცია რომ ზურაბ ნასარაიას კარიერა ბუკნარის მოვლენებს შეეწირა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რომლის გადამოწმებაც ამ წუთებში ვერ ხერხდება გურიის გუბერნატორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია დაინიშნა.
გიორგი სახოკია ნათია მეზვრიშვილის მოადგილე იყო, როცა მეზვრიშვილი პრემიერის აპარატს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
სახოკიას გურიასთან დედულეთი, არიადნა მეგრელიძე აკავშირებს, რომელიც წარმოშობით ჩოხატაურიდანაა.
მას ყავს მეუღლე სალომე დეკანოსიძე – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი, და ორი შვილი, ალექსანდრე და თედო.
ცხოვრობს თბილისში.