ავთანდილ კიკაბიძე დაიბადა 1948 1.08. ვანის რაიონის სოფელ მთის ძირში.
ფეხბურთის თამაში დაიწყო ქ.ვანში 1962 წ.(მწვრთნელი ზაურ ლორთქიფანიძე) .
1965 -1970 თამაშობდა ვანის „სულორში“(მწვრთნელი ანზორ გრძელიძე)
1970 – 1979 წწ. ლაითურის „გიგანტის“ ფეხბურთელია (მწვრთნელი ბახვა გიორგაძე) საქართველოს „ოქროს თავთავის“ თასის გათამაშების ხუთგზის გამარჯვებული,მეუღლე ნათელა კალანდარიშვილი(გარდაიცვალა 2019 წ.) შვილები: ნანა,მანანა, და ვახტანგ კიკაბიძები, ექვსი შვილიშვილი.
1980-1994 წწ. მსაჯობდა საქართველოს და საკავშირო ჩემპიონატების თამაშებს რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ფეხბურთში, ეროვნულ ჩემპიონატში იმსაჯა ოთხი სეზონი 1990- 1994 წწ. 500 -ზე მეტი თამაში აქვს ნამსაჯი 1980-1994 წწ. თავისი საფეხბურთო და სამსაჯო კარიერაში ბატონი ავთანდილი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს ბატონ ბახვა გიორგაძესა და რეზო ზაქარიაძეს, ამ პიროვნებებმა დამეხმარეს და ხელი შემიწყვეს ჩემს პროფესიის დაუფლებაში. ყველას ახსოვს მახარაძის მსაჯთა ბრიგადა შალიკო ჩინოიანი ,ზურაბ ჯინჭარაძე, ავთანდილ კიკაბიძე, ამ სამეულმა ერთად მრავალი თამაშები იმსაჯეს რესპუბლიკურ თუ საკავშირო პირველობაზე.
ლაითურის “გიგანტი“ იყო ძმობისა და ერთობის სამაგალითო გუნდი, იხსენებს რა ლაითურის გუნდში გატარებულ წლებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებს მის მეგობრებს; ალეკო ორაგველიძეს, თამაზ(ოტია) კილაძეს, მიტო გირკელიძეს,ზურაბ ჯინჭარაზეს, ენვერ (პახტაგორა) დოლიძეს და სხვებს, ლაითურის გუნდში ჩავმოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი და პიროვნება ამ გუნდში გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში დარჩება ტკბილ მოგონებად ამბობს ბატონი ავთანდილი. სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი ვეტარანი ფეხბურთელები გილოცავ ბატონო ავთო იუბილეს ღმართმა ჯამრთელად გამყოფოს!
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა