15 აგვისტოს თურქეთში, ქალაქ ყარსში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში გაიმართა.
საერთაშორისო შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსინგის სექციის ( ურეკი) სპორტსმენებმა და შინ ორი ჩემპიონის ქამარი დაორი ვერცხლის მედალი წამოიღეს.
ჩემპიონის ქამარი
ანა მუკუტაძე
ფრიდონ ჩხარტიშვილი
მეორე ადგილი
ლუკა ჩუბინიძე 
გიორგი კაჭახიძე 













