ვაკიჯვარის „მთვარის ქვა“ ანუ მინერალი აგრესიული კაცური საწყისის ბალანსისათვის

ვაკიჯვარის „მთვარის ქვა“ ანუ მინერალი აგრესიული კაცური საწყისის ბალანსისათვის
.
მინერალოგი და პეტროგრაფი ვალერი პეტროვი მინერალებთან დაკავშირებულ თავის თხზულებაში „მთვარის ქვასთან“ დაკავშირებით უთითებს, რომ ასეთი ქვა მას ნანახი აქვს ვაკიჯვარში მდინარე ნატანების ზედა წელში, პეტროვი წერს:
.
„იუველირებისთვის ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს გამჭვირვალე ფელდსპარი, რომელსაც არ განუცდია მეტამორფიზმი ან ტექტონიკური გავლენა. ამ თვალსაზრისით, ძიება განსაკუთრებით პერსპექტიულია იმ ადგილებში, სადაც არის შედარებით ახალგაზრდა ქანები, რომლებიც ყოველ შემთხვევაში შეიცავს, კრისტალების მოუწესრიგებელ ფელდსპარს. ეს შეიძლება იყოს ფენოკრისტები სხვადასხვა ქანების ძარღვებში ან დიდი კრისტალები ინტრუზიულ სხეულებში.
.
მე მქონდა საშუალება მენახა მოლურჯო შედარებით გამჭვირვალე ფელდსპარი კავკასიაში, მდინარე ბაქსანის ხეობაში და სიენიტებში სოფელ ვაკის-ჯვართან, საქართველოს მახარაძის რაიონში, მდინარე ნატანების ზემო წელში.“
.
ენციკლოპედიიდან:
.
მთვარის ქვას 2000 წელზე მეტია, იყენებენ. ითვლება, რომ იგი ქალურ ენერგიას ატარებს და შეუძლია, აგრესიული კაცური საწყისი დააბალანსოს.
.
მთვარის ქვის საბადოები უმეტესად შრი ლანკასში, კანადასა და ინდოეთში მდებარეობს, მას ძალიან ხშირად იქყენებენ იუველირები და იგი ადრე ითვლებოდა ტრადიციულ საქორწინო ქვად. მისგან ხშირად ამზადებდნენ დასანიშნ ბეჭდებს. მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც მთვარის ქვას საკმაოდ სპეციფიკური ოპტიკური თვისებები აქვს.
.
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ამ ულამაზეს მინერალს ძლიერი ვიბრაცია აქვს, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და დაეხმაროს დამალული ტალანტების აღმოჩენაში. ამბობენ, რომ მთვარის ქვის ენერგეტიკა ქალს შინაგანი ძალის პოვნასა და გაძლიერებაში ეხმარება. მამაკაცებს კი, მისი ენერგია ეხმარება, გაიძლიერონ მეხსიერება და ემოციურად უფრო ჰარმონიულები გახდნენ.
.
Петров В.П. „Рассказы о поделочном камне“ (1982)
kelistonesnet/mtvaris-qva/
შეიძლება იყოს jewelry გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share