ბენია ჩხიკვიშვილი. გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა” (29 ივნისი, 1919) – ეს აცრა უვნებელი და უმტკივნეულოა

1919 წელს ეპიდემიის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებდა ტფილისის მერი, ბენია ჩხიკვიშვილი მოქალაქეებს :

,,ქალაქში უკვე იყო ხოლერის შემთხვევა. უკვე სიცხე იწყება და შეიძლება ხოლერის ეპიდემიამაც იფეთქოს, იცოდეთ, რომ ეხლანდელ პირობებში, საუკეთესო საშუალება ხოლერის წინააღმდეგ არის აცრა. ვაკცინაციები დამზადებულია ქალაქთა კავშირისა და სამხედრო მედიცინის ლაბორატორიაში და გადასინჯულია სპეციალური კომისიის მიერ. ეს აცრა უვნებელი და უმტკივნეულოა. აცრა მოხდება 1 ივლისიდან, დილის ათიდან დღის 3 საათამდე ქალაქის საავადმყოფოებში: ცენტრალურ (სალდათის ბაზრობა), ავლაბრის (კახეთის მოედანი) და კუკიის (ანდრეევის ქუჩა). მოქალაქენო! აიცარით ხოლერა, ურჩიეთ აცრა თქვენს ნაცნობებსაც, ამით თქვენ დაიფარავთ თქვენ თავსაც და ახლობლებსაც საშინელი ავადმყოფობისაგან”. –

ბენია ჩხიკვიშვილი. გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა” (29 ივნისი, 1919) წყარო:

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share