“რამდენიმე განმარტება, კოვიდის შესახებ”-ექიმი მარინა ტოტოჩავა

მსგავსი აზრი ბევრჯერ გამოვხატე. პანდემია იმას გულისხმობს, რომ ეს შტამები თავისი მუცატიური ეტაპებით გარკვეულ ხანს შენარჩუნდება. სანამ თავისი დამახასიათებელი ხანდაზმულობის ეტაპს არ მიაღწევს და არ შეინიღბება ან გაქრება ან სხვა, უფრო მარტივ ფორმად არ გადაიქცევა .ამ დროს სოციალური კოლაფსი და ასეთი ტიპის შეზღუდვები სრულიად უშედეგოა. ბუნების წინააღმდეგ წასვლა, თუ ერთ შედეგს მოიტანს, ბევრ რამეს დააზიანებს. სამყაროს წესრიგს ვერ მოუგებ. ეს არ ნიშნავს მეცნიერების წინააღმდეგ წასვლას. ჭეშმარიტი მეცნიერება იარაღია, ბუნების უკეთ შესაცნობად და ადამიანების სიცოცხლის გასაადვილებლად. ადამიანებისგან ის მოთხოვნები უნდა შესრულდეს, რაც მეცნიერულად დასაბუთებულია. მაგრამ, ასეთი ტიპის შეზღუდვები და იზოლირება, უმწეობაა, უშედეგოა, ღიმილისმომგვრელია, ადამიანებისთვის საზიანოა. სამყარო ერთი უწყვეტი ჯაჭვია. კოვიდი ამ ჯაჭვში ჩაბმული ზედმეტი რგოლი კი არ არის. არამედ სასიგნალოდ გააქტიურებულია, ბუნების უარყოფითი კანონზომიერების გადასალახად. ამ რგოლის გააქტიურება სიგნალია სამყაროდან, რომ ჩვენი იმუნიტეტის სიმწიფე კატასტროფას და მცირესიცოცხლიანობას შეესაბამება. საჭიროა წრთობა და შევსება, იმ აურაცხელი სასიცოცხლო ინგრედიენტებით, რაც მოსახლეობის 99 პროცენტს ძალიან ბევრი აკლია .ყოველი პანდემია სიგნალია სამყაროდან, რომ ადამიანებს დაცვა სჭირდებათ და სასიცოცხლო ფუნქციები დასუსტებული აქვთ. ბუნება არის მკურნალი. ყველა სასიცოცხლო მედიკამენტი მცენარეული და ცხოველურია. ქიმიური მედიკამენტით ვერ მოხდება ადამიანის მორჩენა. თუმცა, ბევრ შემთხვევაში დამხმარედ ვიყენებ. ბუნება კი არ უნდა ჩავკეტოდ ადამიანებისთვის. არამედ მას ავყვეთ თამაშში გონიერად, ნატურალურად , მეცნიერული პოსტულატების გამოყენებით. დღეს რომ იზოლირების მეთოდები გვაქვს, ამაზ ე უფროო მეტ დაბინძურებას და გამოფიტვას, ვერ მოუწყობს ადამიანი თავს. მედიცინის დარგი ალერგოლოგია, რეალურად ამტკიცებს შემდეგს-რაც არ უნდა სველი წესით იყოს დალაგებული სახლი, იქ მაინც მილიარდობთ მიკრობთა კოლონიაა. სახლზე მიჯაჭვულობა მიკრობების კუმულაციასთან ასოცირდება. რაც შეეხება აცრას, გონიერმა ადამიანმა მეცნიერების მიღწევა ყოველთვის უნდა მიიღოს აუცილებლად. მაგრამ, აცრას მაშინ აქვს აზრი, თუ ყველა აიცრის და წრე ჩაიკეტება. ქართველთა გარკვეული ნაწილი არ აიცრის, რადგან ქართველი გენეტიკურად ეჭვიანია. ეს ისტორიულად მოდის რუსული საფრთხეების გამო და ქართველთა ეთნოსოციალურ კოდში დევს. აცრის ეჭვის ქვეშ დგას მეორე კატეგორია-რელიგიური ფანატიზმისკენ მიდრეკილები. ადამიანები რომლებთაგან ბევრი, რელიგიაში ხედავს სიყვარულის, წესიერების და სათნოების განსხეულებას. მაგრამ ზოგი, მხოლოდ ,ჯადოქრად მიიჩნევს ღმერთს . ამ მეორეს მაგალითები ჩვენ ვნახეთ, ზიარების კოვზის გამოყენების თაობაზე ბავშვებში. ამის საილუსტრაციოდ კი ,ის ძალიან სამწუხარო ფაქტები იყო,რამდენიმე მეუფე რომ გარდაიცვალა. ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა სადაც ჰიგიენა ნულოვან დონეზეა. ბევრი ადამიანი ამბობს და წერს კიდეც–ამ ჩაკეტვების გამო არ ვიბან და არ ვიპარსავო. ჩაკეტვების მიზანი ჰიგიენის გაკლასიკურება იყო და ჩვენ მივიღეთ ზოგი ნეანდერტალელი ბოჰემა. ღია სივრცეში ნიღბის ტარება საერთოდ არ არის საჭირო. ის რაც გვაცოცხლებს არის ბუნება. როგორც ხელოვანს ეჩვენება, რომ ქანდაკების ყოველი მონაკვეთი, მისი სულის ნაწილია, ასევე ვართ ჩვენ ბუნების სულიერი და ფიზიკური ნამტვრევები. ღია სივრცეში ნიღბით, კარგავ იმ სიკეთის წყაროებს, რასაც ბუნება გაძლევს. ადამიანის ორგანზმში უწყვეტად მიდის კრებსის ციკლი ანუ მილიონობით ფიზიოლოგიური მწყობრი რეაქციები. ამ რეაქციების დროს გამოიყოფა მილიონობით მიკრობები, ვირუსები, ბაქტერიები, ჭიის შტამები და სხვა მავნე მიკროორგანიზმები. ამ რეაქციებიდან , არსებული მცირე თუ უფრო მეტი იმუნიტეტის მეშვეობით გამოგდებული ეს ნაგავი, კუმულირდება ფილტვში და კუჭში. ამოსუნთქვისას კი, კომპენსატორულად გარედ გამოიდევნებიან. ნიღბიანი ადამიანი ამ სასიკვდილო კონგლომერატს უკან აბრუნებს საკუთარ ორგანიზმში და ისედაც უკონტროლო და დასნებოვნებულ ფიზიოლოგიას კიდევ უფრო შხამავს. თუ ადამიანთან ვიწრო კონტაქტი და შემხებლობა არ გაქვს, ნიღაბი არ არის საჭირო. და ბოლოს ყველაზე მთავარი. როგორც ბრძენი ძველები იტყოდნენ-გამოსასვლელი სისხლი უნდა გამოვიდესო. ვის ურთულდება კორონა? ვისაც არაჯანმრთელი ორგანიზმი აქვს. ამ ფაქტმა და ამ მინიშნებამ მაინც მიგვახვედროს, რომ არაჯანმრთელ ადამიანებს მივხედოთ, ორგანიზმი გავუჯანმრთელოდ, რეალური მიზეზები დავუდგინოთ დაავადების, პრიორიტეტები დავნერგოთ მათი იმუნიტეტის გასამტკიცებლად .ამ თანხების მეათედი რომ იმისკენ წასულიყო-ადამიანების იმუნიტეტი გაგვემტკიცებია, სიკვდილობაც ნაკლები იქნებოდა. ერთი და მთავარი ამ მიმართულებით არის , იმ კომპონენტებით შევსება რაც მათ აკლიათ. მაგრამ, ჩვენში, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მასიურად არ არის. ადამიანებს აკლიათ უამრავი-ვიტამინი, ამინომჟავა, მიკროელემენტები, ფერმენტები, მინერალები, მჟავეები და სხვა კომპონენტები. ჩლუნგური დამოკიდებულებაა ვიტამინების მიმართ. ანუ თუ ადამიანი მსუქანია, ჰგონიათ , რომ ის ვიტამინების ცისტერნაა. ის კი იმიტომ არის მეტაბოლიზმმოშლილი და მსუქანი, რომ აკლია სწორედ ,უამრავი ვიტამინი. ხუთი ათასზე მეტი ვიტამინი არსებობს. 10 ათასზე მეტი ფერმენტი არსებობს. სწორედ მათი ნაკლებობაა ნებისმიერი დაავადება. ადამიანის ცხვირწინ უამრავი დაავადების გამომწვევი დაფრინავს. ავადდება, მხოლოდ, ჩამოთვლილი ინგრედიენტებით უკიდურესად განლეული ხალხი. მედიცინის ასეთი ულტრაპროგრესული ტენდენცია დღეს არ დაინერგება. მაგრამ, ამათ ხომ საკვებით ვიღებთ. უამრავ მდიდარ ადამიანს ვმკურნალობ, რომლებიც გაოცებით მეუბნებიან, არაფერი საკვები არ მაკლია და რამდენი რამის დანაკლისი აღმომიჩინეო .მხოლოდ რეგრესულს ჰგონია, რომ როცა კალორიულად იკვებება , არაფერი არ აკლია. ჩვენი ეკოლოგიის პირობებში, სადაც ფაქტიურად პლასტმასებს ვღრღნით და ნატურალური არაფერი არ არსებობს ,ყველა ადამიანი გამოფიტულია. ამით ის მინდა ვთქვა , რომ ამდენი თანხის მიმოქცევის დროს , საკვებით მაინც დავხმარებოდით მშიერ მასას. უფრო ადვლად გადაიტანდნენ ინფექციას .პრიორიტეტები არ არსებობს, მოსახლეობის დასაცავად და გასაჯანსაღებლად. ადრეული კომუნისტების დროს ,პოლიკლინიკებში თევზის ქონი, კალცი, ვიტამინები და ჭიის წამლები რიგდებოდა. ეს ადამიანების ჯანმრთელობაზე შესამჩნევ დადებით გავლენას ახდენდა. საკვებით და ვიტამინებით დახმარება ადამიანების სიცოცხლის ხარისხს გააუმჯობესებდა . ნებიმიერი დაავადება, რამდენიმე ბიოფაქტორის ანუ ჩამოთვლილების ნაკლებობის გამო ვითარდება. ხოლო სიკვდილი, რამდენიმე ბიოფაქტორის ბოლომდე დაცემაა. კოვიდთან ბრძოლის ყველაზე გენიალური ხერხი ეს იქნებოდა. ადამიანების დახმარება საკვებით და აუცილებელი წამლებით. რა ორიგინალურ ი ხერხი არ უნდა მოიგონო ადამიანების დასახმარებლად პანდემიის დროს, ყველაზე ეფექტური და სასიცოცხლო, მხოლოდ აუცილებელი წამლები და საკვებით დახმარებაა. რადგან ,ორგანული ინგრედიენტების ნაკლებობაა დაავადებების მიზეზი და სიკვდილის მიზეზიც. ხშირად ვამბობ, საქმეში ჩაუხედავები ამბობენ, რომ კოვიდს ახასიათებს მადის და გემოს დაკარგვა. ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია. ეს ჩივილები ახასიათებს თუთიის, ქრომის და კიდევ რამდენიმე ბიოფაქტორის ნაკლებობას. უფრო მეტად კი თუთიის. კოვიდის დროს იმუნიტეტი იზღუდება და ვისაც თუთია საგრძნობლად აკლია, მას ის სრულიად ეცემა სისხლში და გამოიხატება ეს ჩივილები. არაეპიდემიის დროს ხომ გაგიგიათ, რომ ხანდაზმულმა დაკარგა გემო და ყნოსვა. ეს იმის მიზეზია, რომ თუთია სულ დაეცა სისხლში. ამ დროს კოვიდი არც არსებობდა და არაფერ შუაში არ იყო. რამდენი ბიოფაქტორიც გაკლია, იმდენად მოწყვეტილი ხარ სამყაროს . თუთიის არათუ დაცემა, ნაკლებობაც კი კატასტროფაა. ამ შემთხვევაში ჰორმონალური დისბალანსები იწყება. დღეს ბევრი დადის ორგანოამოჭრილი. ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი სიმსივნის შესაჩერებლად. ამის საჭიროება არც იქნებოდა, დაკლებული ინგრედიენტებით რომ შევსებულიყო ადამიანები,მათ შორის თუთიით. თუთიის ნაკლებობა ყველაზე მეტად ამძიმებს კოვიდს .განა სირცხვილი არ არის, დიაბეტის დანიშნულებაში თუთია რომ არ არის ან გამოკვლეული არ არის მისი დონე. გენეტიკური მძლავრი დატვირთვა ც რომ იყოს, თუ თუთია და ქრომი არ დაეცა ბოლომდე, დიაბეტი არ გამოვლინდება და არ დაიწყება. იგივეს ვიტყვი ფარისებრი ჯირკვლების დაავადების დროს. დღეს ხომ აღარ დადის არავინ ჩიყვის გარეშე. გახსოვდეთ ეს პოსტულატია-ფარისებრი ჯირკვალი არასოდეს არ ჩადგება ნორმაში, სანამ არ იქნება თუთიის და ქრომის სრული ნორმა. ამიტომ, მარტო იოდზე ორიენტირება არასაკმარისია. თუთიის ნაკლებობა ანგრევს მეტაბოლურ პროცესებს, რომელიც სამყაროს პრობლემაა და დაბალ ასაკშიც გადმოინაცვლა. თუთიის გარეშე ვერ მწიფდება იმუნიტეტი და პარალიზებულია. მაგრამ, ეს უნდა ვიცოდეთ და კოვიდის საპროფილაქტიკოდ ნიღაბი კი არა ,თუთიის და მსგავსი სასიცოცხლოდ აუცილებელი ინგრედიენტები დავნერგოთ პრიორიტეტად. თქვენ სვამთ სისხლის ეწ გამათხიერებლებს. ისინი კი წყალში გადაყრილია, თუთია თუა დაცემული. რადგან, ის არის სისხლის კოაგულაციის ერთი მთავარი ხერხემალი. თუთია ერთ-ერთი მთავარია ჰორმონების შექმნაში. ყველ ა დაავადება კი ჰორმონების და ფერმენტების მოშლით და დეფიციტით იწყება. ეს მცირეა რაც თუთიაზე ვთქვი. ასევე სხვა პრიორიტეტებიც არსებობს. პრიორიტეტების სწორად გამოკვეთა , პანდემიის დროს ყველაზე მთავარია, ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად.რატომ კვდებიან კოვიდის დროს სუნთქვის უკმარისობით?. ეს ბევრჯერ ავხსენი და მოკლედ ვიტყვი. ჩვენი მედიცინის უბედურება ზერელეობაშია. იქ სადაც კიბო არ არის, რადიოლოგი ეუბნება არაფერი არ გაქვსო. ამ დროს კი, ამ ადამიანს ბევრი დეტალი აქვს და ეს დეტალები მას სიკვდილისკენ მიაქანებს ნელ-ნელა. 10 ში 6 ადამიანის ფილტვების რენტგენზე ნახულობ ფიბროზებს და სხვა ასეთ გადახრებს, რომელსაც ყურადღება არ ექცევა. ადამიანების დიდი რიცხვი დადის ანთებადი ფილტვის ქსოვილით. არ ვსაუბრობ პნევმონიაზე. არავინ არ მოკვდებოდა კორონათ, ფილტვების კლასიკური ზედამხედველობა რომ იყოს და ამ დეტალებს ყურადღება ექცეოდეს. მაგალითად ,შაბლონურად, ფიბროზზე ფილტვში , ამბობენ-არაფერიაო აქ. ფიბროზი ეს არის-გაუხეშებული, გადაგვარებული, ერთმანეთს შეწებებული და დეგენერაციამდე მისული, მწყობრიდან გამოსული ფილტვის უჯრედები, რომლის აღდგენა და სიცოცხლის დაბრუნება თავისუფლად შეიძლება. სწორედ ასეთი კერები ღალატობენ ადამიანებს კორონას პნევმონიის დროს და მიჰყავთ სუნთქვის უკმარისობამდე. ამ დროს ფილტვის ქსოვილს ბევრი რამ აკლია, მაგრამ წამყვანი არის ა ვიტამინი. რომლის დაცემა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების განადგურებას იწვევს. საერთოდაც, მკურნალობების დროს, გნებავთ სასუნქი გზების დაავადების, გნებავთ კუჭ-ნაკლავის დაავადებების დროს, აქცენტი ,ზემწოლ და დროებით მედიკამენტებზე კი არ უნდა იყოს, არამედ ამ სისტემის ლორწოვანი გარსის მორფოლოგიურ და ჰისტოლოგიურ გაჯანსაღებაზე. როცა ა ვიტამინი დავარდნილია, მაშინ მის ბალანსში ბევრი რამ დავარდნილია და არ მორჩება ეს ფილტვის ქსოვილი მარტო ანტიბიოტიკით .ანუ სუნთქვის უკმარისობა არ მოკლავდა კოვიდის დროს ადამიანებს, ფილტვის ქსოვილის და საერთოდ სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსების აღდგენაზე რომ ადრევე გვეზრუნა. პრიორიტეტებში მისი ჩასმა კორონათ სკვდილობას შეამცირებდა. კიდევ უამრავი დეტალია, რომელიც სიცოცხლის დასაცავად პრიორიტეტად რომ არებულიყო ,გლობალურ სასიცოცხლო შედეგებს მოიტანდა. ჩვენ გვაცოცხლებს სამყაროზე და ბუნებაზე დამოკიდებულება. რამდენი შემთხვევაა აღწერილი კიბოს დამარცხების, მხოლოდ ნატურალური წვენებით. ეს სიკვდილიანობა, რაც კოვიდის დროს არის ,დარვინისეულ სახეობათა გადარჩევას ჰგავს. უხეში და მტკივნეული შედარებაა. ანუ ვისაც იმუნიტეტი და ასე თუ ისე ბიოფაქტორები ბოლომდე დაცემული არა აქვს, გადარჩება და ძალიან მარტივად გადაიტანს. ხოლო ვისაც ძალიან დაცემული აქვს ბიოფაქტორები ის იღუპება. კოვიდი ბუნების კანონზომიერებაა. შეიძლება, მან გადაფარა და ამოაგდო სხვა უფრო დიდი პრობლემა. მაგალითად, სიმსივნის რომელიმე ტიპის სწრაფი გავრცელება. კოვიდზე ბევრად უფრო ძლიერი პანდემიები ახსოვს მედიცინას. კოვიდს ნუ უყურებთ როგორც საშინელებას. ის მხოლოდ მოერევა გამოფიტულ ადამიანებს. ამიტომ, მასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო ხერხია ადამიანების გამოკვება და იმუნიტეტის ამაღლება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, საქართველოში ადამიანების 98 პროცენტს ვიტამინების მძლავრი დეფიციტი აქვს. კოვიდმა დაგვანახა რომ კულტურა მოიკოჭლებს ქვეყანაში. ხელების დაბანის აუცილობლება, ყველამ მაინც ვერ გაიგო. ადამიანები თავიანთი უკულტურობით თავს ანადგურებენ. საპნით რომ ხელები დიდხანს იბანო, მასზე მაინც ნახავ მიკროსკოპში, ათასობით ბაქტერიების კოლონიებს. აღარ არის საუბარი ახლა იმაზე ,რაზეც ხშირად გავყვირი. ანუ ის, როგორ გაანადგურა არაჰიგიენურმა, უკონტროლო საცხობებმა, ადამიანების ჯანმრთელობა მასიურად. ჩვენს მედიცინას ბევრი სამუშაო აქვს მომავალში, რომ ნამდვილად ჩადგეს ხალხის სამსახურში და სიკვდილობის შეჩერებას ხელი შეუწყოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share