“პირველი გამარჯვება არის, თუ ბრძოლა გაგრძელდება საავადმყოფოც იარსებებს”

“პირველი გამარჯვება არის! ასეა, ვინც იბრძვის ის იმარჯვებს! თუ ბრძოლა გაგრძელდება, საავადმყოფოს არსებობაც გაგრძელდება”!!!-ამბობს ლანჩხუთის ენმ-ის ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავა.

მოკლედ, პირველი გამარჯვება არის! ასეა, ვინც იბრძვის ის იმარჯვებს! თუ ბრძოლა გაგრძელდება, საავადმყოფოს არსებობაც გაგრძელდება”!!!-გვითხრა  ასკურავამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში აქცია გამართა საავადმყოფოს მედპერსონალმა.ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ლანჩხუთის საავადმყოფომ ფუნქციონირება შეაჩერა მედპერსონალი – 70 ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გამო “გურიის მოამბესთან” საუბარში გაკვირვებას ვერ ფარავენ კლინიკის მედპერსონალის წარმომადგენლები. ექიმები და ექთნები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კოლექტივს მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა გააცნო და მაღალჩინოსანი უმუშევრად დარჩენილებს დაემუქრა კიდეც. როგორც ექიმი ბორის ბურძგლა აცხადებს, საავადმყოფოს, პერსონალის მიმართ 6 თვიანი სახელფასო დავალიანება გააჩნია, მინისტრის მოადგილემ კი თანამშრომლებს წუხელ უთხრა, რომ სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციას იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ ენას კბილს დააჭერენ და საავადმყოფოს დახურვის თემაზე ჟრნალისტებთან არ ისაუბრებენ. მედპერსონალი მიუღებლად მიიჩნევს უწყების გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისაგან საავადმყოფოს ფუნქციონირების განახლებისაკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ლანჩხუთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება კლინიკის დახურვის შესახებ სამინისტრომ პანდემიის პირობებში მიიღო.აღშფოთებას მომხდარის გამო გამოთქვამენ ოპოზიციაში. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის და ადგილობრივი “ნაციონალური მოძრაობის ლიდერის”კახა ასკურავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ტიკარაძის მხრიდან ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share