“არტისტის მოვალეობაა, რომ ის პოლიტიკურად სწორ ადგილას იდგეს ” – ამის შესახებ თეატრისა და კინოს მხატვარი, სიმონ მაჩაბელი “პირველი ხაზის” ეთერში საუბრობს.
სიმონ მაჩაბელი ქართველ ხალხს 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, თუ რა უნდა აირჩიოს მოქალაქემ და საით უნდა წავიდეს ქვეყანა.
”აუცილებელია, რომ ნებისმიერ ხელოვანს მოქალაქეობრივი პოზიცია ჰქონდეს ისეთი, რომელიც თანასწორ უფლებებს განაპირობებს და იმას, რომ შენი მხატვრული ხედვა მაქსიმალურად თანასწორ გარემოში იყოს გახსნილი. ვფიქრობ, რომ ნამდვილი ხელოვნება შენს ქვეყანაში უნდა გააკეთო. დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რა უნდა აირჩიო და საით უნდა წახვიდე. ცხადია, რომ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველას ჩართულობა”, – ამბობს სიმონ მაჩაბელი.