საქართველოში რუსული ონლაინ კომერციული პლატფორმა Ozon შემოვიდა.
ონლაინ მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებელს შეუძლია შეკვეთილი საქონლის აღება როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი), ასევე მცირე დაბებში, მათ შორის ხაშურში, ბორჯომში, ამბროლაურში, ონში, ოზურგეთში და ა.შ.
“საქართველოს მაცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ბაზარზე სხვადასხვა კატეგორიის 50 მილიონზე მეტი პროდუქტის შეძენა – ელექტრონიკიდან დაწყებული ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებით დამთავრებული.
ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და მოხარული ვართ, რომ დღეიდან მათ საქართველოს მაცხოვრებლები შეუერთდებიან. ქვეყნის მაცხოვრებლების ნდობის მოსაპოვებლად, ჩვენ შევთავაზებთ მათ ხარისხიან მომსახურებას, საქონლის ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებს და მოხერხებულ მიწოდებას“, – განაცხადა დსთ-ში ოზონის ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა.