“პატივცემულო ოპოზიციავ, ნაცი ხარ, არანაცი თუ რაღაც სხვა კატეგორია, განსმდგომი შუაკაცივით (ფაშისტებს და პრორუსებს რასაკვირველია, არ ვგულისხმობ):
ამ დემაგოგიის პასუხი ის კი არ უნდა იყოს, რომ “აი, თუ არ მიგვიღეს, შენი ბრალი იქნება” და ა. შ., არამედ უნდა გამოხვიდეთ გინდ ცალ-ცალკე, გინდ ჯგუფ-ჯგუფად და კიდევ უფრო სასურველია ყველა ერთად, და, ოფიციალურად მიმართოთ ევროკავშირს, მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხელისუფლება გვყავს ამ მომენტისთვის.
და საერთოდ რაც უფრო ხშირად ილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ გვინდა კანდიდატობა და არა იმაზე, თუ როგორ ვერაგულად უშლიან ევროკავშირს ნერვებს ქოცები, იქნებ და არ მოგვანიჭონ კანდიდატობაო, უკეთესი იქნება საქმისთვის”
ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ “ოპოზიცია აწარმოებს აგიტაციას EU-ში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”.
newsreport.ge