თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა

თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ქმარმა ცოლი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share