“ბიძინა არის შავი ჭირი, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა მოიშოროს“ – გიგი უგულავა

პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ეს ადამიანი ისეთი თაღლითია, რუსეთში მიათრევს ხალხს და ქვეყანას ისე, რომ თან არ ეუბნება“.

უგულავას თქმით, ივანიშვილი უდრის “ შფოთს, უბედურებას, სამოქალაქო დაპირისპირებას“.

”ხალხმა იცის, რომ ბიძინა არის ჭაობი, რუსეთი, წარსული, უბედურება და რაც არ უნდა იყოს აქეთ მხარეს, არ არსებობს ივანიშვილზე და პუტინზე დიდი უბედურება. ეს გაცნობირებულია, რომ ბიძინა უდრის შფოთს, უბედურებას, სამოქალაქო დაპირისპირებას, ბიძინა არის შავი ჭირი, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა მოიშოროს“, – განაცხადა უგულავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share