ინტერვიუ ბექა ჯაიანის დედასთან – რაზე ესაუბრა მკვლელობამდე კესოს და რა იცის საზარელ დანაშაულზე

პირველი ინტერვიუ კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის სპორტსმენის დედასთან. 

“ბოდიში” ერთადერთი სიტყვაა, რომლის თქმაც ბექა ჯაიანის  დედას ახლა შეუძლია. ქალი კესარია აბრამიძის დედას სამძიმარს უცხადებს და დეტალურად ჰყვება 18 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე, როგორ გააცილა შვილი სახლიდან და როგორ დაურეკა აბრამიძემ მას ტელეფონზე და უთხრა, რომ ბექა ჯაიანმა მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა.

ბრალდებულის დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილის მხრიდან კესარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არაფერი იცოდა:

“ეს იყო შოკი ჩემთვის, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო კე­სა­რი­ას დე­დას და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. დღეს შვილს არავის უნდა უკლავდნენ.

მე ორი­ვეს ვტი­რი, რო­გორც კე­სოს, ისე ბე­ქას. რაც არ უნდა ყიფილიყო, სიციოცხლის გამოსალმებას არაფერი ამართლებს. მკვლელი უნდა დაისაჯოს. ბექასგან მიკვირს რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, მას გამართლება ნამდვილად არ აქვს. 

ძალადობაზე არაფერი ვიცოდი, მას (კესარიას) უნდოდა, რომ ბექას ცოლად მოეყვანა. 

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვე­სა­უბ­რე კე­სოს, შენს შვილს ცო­ლად მოვ­ყა­ვა­რო და თა­ნახ­მა ხარო? მი­თხრა” – ამ­ბობს ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა, რომელმაც პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათს” მის­ცა.

საქმის მასალების თანახმად, სპორტსმენმა მოდელს ორ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ  საკუთარ სახლში ჯერ ყელი გამოჭრა, მომაკვდავს კი 28 ჭრილობა მიაყენა.

ინტერვიუში  ბრალდებულის დედა იხსენებს, რომ 18 სექტემბერს, შუა დღეს ბექა სამსახურში გააცილა. ჯაიანი პირად დაცვაში ერთ-ერთ  ბიზნესმენთან მუშაობდა და დედას უთხრა, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა.

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ გუშინ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share