”პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის – ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ – ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.’