ბახვი ჰესის პროექტის საქმიანობა ტყის ფონდის მიწებზე რეგულირდება საქართველოს მთავრობის 221-ე დადგენილების, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, საფუძველზე, რომელიც აწესებს და არეგულირებს მერქნული რესურსის აღრიცხვის, სარგებლობის, კომპენსაციის ღირებულების და საქმიანობის ტიპებს და პროცესს.
ბახვი ჰესი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით და მათი კონტროლის ქვეშ. კომპანია, გარდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციისა, საერთაშორისო პრაქტკის კვალდაკვალ, გეგმავს, ტყის განაშენიანების პროგრამას 1-ის 2-ზე პრინციპით. თუკი, პროექტის მშენებლობის პროცესში, გზშ-ს მიხედვით, ზემოქმედების ქევშ ექცევა 30 ჰექტარი, კომპანია მოახდენს 60 ჰექტარზე ტყის განაშენიანებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 68.166 ჰექტარია, საიდანაც ტყის ფონდს უკავია 22. 164 ჰექტარი. ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების სამშენებლო პერიმეტრი 20 ჰექტარია, რაც მთლიანი ტყის საფარის 0.09 %-ია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 82.338 ჰექტარია, საიდანაც ტყის ფონდს უკავია 54. 260 ჰექტარი. ბახვი 1 ჰესის სამშენებლო პერიმეტრი 0.0571 ჰექტარია, რაც მთლიანი ტყის საფარის 0.05 %-ია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ სამშენებლო პერიმეტრი დამზოგველი გეგმით აითვისა და გზშ-ში აღნიშნულ მასშტაბზე ნაკლები ტერიტორია მოექცა ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, ტყის განაშენიანების გეგმა გზშ-ში გაცხადებული რაოდენობით განხორციელდება.
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: