”ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით სანქციებს არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და მსგავს დღის წესრიგს ის “ძალები” ქმნიან, რომლებიც “პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ საქართველოში.”
“სანქციები, ამ მოცემულობაში, ნებისმიერი უკვე გაჟღერებული ადამიანი მიმართ, არის უსამართლობა, იმიტომ რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში. ერთი მხრივ, ამ დღის წესრიგის შექმნას გარედან ცდილობენ ის ძალები, რომლებიც, სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ საქართველოში, იმის მიუხედავად ქართველ ხალხს ვინ და როგორ უნდა და ვის აირჩევენ.” – ამბობს წილოსანი.
ამის შესახებ, წილოსანმა Palitranews-ზე ისაუბრა. მას წამყვანმა ჰკითხა დროების გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარე ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
კითხვაზე გულისხმობს თუ არა საუბრისას წილოსანი “გლობალურ ომის პარტიას”, ოცნების წარმომადგენელი პასუხობს, “როგორც გენებოთ ისე დაარქვით, ეს უბრალოდ ძალიან კარგად მანიშნებელი დასახელებაა იმ ძალებისა და პოლიტიკური დინებების, რომელიც გლობალურად არის, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ წილად განაპირობებს ამ საომარი დღის წესრიგისშექმნას მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენ მიმართაც მათი ეს ნეგატიური განწყობა მოედინება და იწყება იქიდან, როდესაც საქართველო არ ჩაერთო ამ ომის პროცესებში და არ გახდა იმ დიდ ცეცხლში რაღაც შეკეთებული ფიჩხი, როგორც უნდოდათ რომ ყოფილიყო და ზოგადად ვიტყვი, რომ სანქციები, მათ შორის იმ ერთეულ შემთხვევებში, ვის მიმართაც გამოიყენეს, იყო უზომოდ დიდი უსამართლობა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ყველანაირი არასწორი პრინციპების გამოყენება და მათ შორის, რაღაცნაირად ამ ადამიანების გაქრობის მცდელობა.”
ნინო წილოსანი სანქციებზე საუბრისას ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერები დიდი ხანია დაშინების ქვეშ არიან, თუმცა ვერ მისცემენ თავს უფლებას “რაიმე გარედან წამოსულმა ზეწოლამ” ისეთი ქმედება აიძულოთ, რომ “შემდეგ ისტორიამ განგვსაჯოს, როგორც მართლა საკუთარი ქვეყნის მოღალატეები.”
“ვგულისხმობ, თუნდაც და, რა თქმა უნდა, უპირატესად, საომარი დღის წესრიგის შექმნას ამ ქვეყანაში. და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაიძულებს, რომ ერთი მხრივ ვიყოთ ძალიან ფრთხილები სახელმწიფო პოლიტიკის მართვაში და მათ შორის, შესაძლოა, ემოციურად ძალიან ბევრ რაღაცას ვგრძნობდეთ და გვინდოდეს თქმა, მაგრამ ზუსტადაც, რომ სიფრთხილე, რათა არ შევქმნათ რისკები ესკალაციის, საქართველოში ოკუპანტის შემოჭრის და ასე შემდეგ, ეს გვაიძულებს ვიყოთ ძალიან კორექტულები და ძალიან ფრთხილები და მეორე, რა თქმა უნდა, გვამოტივირებს, რომ არაფერზე გავცვალოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი.
რა თქმა უნდა, რთულია და ზუსტადაც, რომ მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი, რომ უყურებს რამხელა ზეწოლის ქვეშ გავდივართ ამ პროცესს და არავის არ გვსიამოვნებს და არ გვიხარია, მათ შორის, ჩვენს შვილებსა და ოჯახის წევრებზე მიდიოდა საუბარი და ფაქტობრივად, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც კუთხით თავი გადავდეთ, ხომ ამ საქმისთვის, რომელსაც ვემსახურებით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაინახავს ქართული საზოგადოება.” – თქვა წილოსანმა.