“ღარიბაშვილს ერთი დიდი წითელი ტელეფონი უდგას მაგიდაზე, ცალმხრივი კავშირით, თვითონ ვერ ურეკავს, ელოდება როდის დარეკავს ის”

ვი­საც წას­ვლა უნდა წა­ვი­დეს, პა­პუ­აშ­ვილს თუ არ ჩა­ე­ხუტ­ნენ, ისე ვერ წავა დე­ლე­გა­ცია?! – ჩემი აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა პა­პუ­აშ­ვილს ზე­ლენ­სკი არ შეხ­ვდეს, გა­ა­კე­თოს მე­ო­რე დე­ლე­გა­ცი­ამ ისე, რომ ზე­ლენ­სკის­თან მო­ა­წყოს შეხ­ვედ­რა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კინ­კლა­ო­ბა და ვაჭ­რო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია.

“ნა­ნა­ხი ხომ გაქვთ “ცის­ფე­რი მთე­ბი” ორი სა­თა­უ­რის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. წუ­ხან­დელ პო­ლე­მი­კას რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას­თან და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ აზ­როვ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბა არ აქვს. რო­გორც აჯო­ბებს ისე გა­და­წყვი­ტონ ორი დე­ლე­გა­ცი­ით წავ­ლენ, თუ ერ­თით. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის ნა­წი­ლია. რო­დე­საც მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა ომ­შია და სა­უ­ბა­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზიტ­ზე, ამა­ზე პო­ლე­მი­კის ატე­ხა ღრმად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა­საც კი ვიწ­რო ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის პრიზ­მა­ში უყუ­რებს. ეს არის მთა­ვა­რი უბე­დუ­რე­ბა. სა­ერ­თოდ, რა წა­მო­სა­წყე­ბი იყო ეს სა­უ­ბა­რი?! კარ­გია, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­დის, გა­მო­ჯან­მრთელ­და, ლიფ­ტიც ამუ­შავ­და და ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და. ვი­საც წას­ვლა უნდა წა­ვი­დეს, რა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მა­ინ­ცდა­მა­ინც პა­პუ­აშ­ვილს თუ არ ჩა­ე­ხუტ­ნენ, ისე ვერ წავა დე­ლე­გა­ცია?! თუ უნ­დათ შიდა პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ი­ღონ, გა­ა­კე­თონ უფრო მას­შტა­ბუ­რი დე­ლე­გა­ცია, უკე­თე­სი პრო­ტო­კო­ლით.

ჩემი აზ­რით, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა პა­პუ­აშ­ვილს ზე­ლენ­სკი არ შეხ­ვდეს, გა­ა­კე­თოს მე­ო­რე დე­ლე­გა­ცი­ამ ისე, რომ ზე­ლენ­სკის­თან მო­ა­წყონ შეხ­ვედ­რა, რა­ღა­ცას გა­უს­ვან ამით ხაზი. ამა­ზე კინ­კლა­ო­ბა და ვაჭ­რო­ბა, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ ძა­ლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია“,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ დე­ლე­გა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბით ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვი­სი საქ­მე გა­ი­ფუ­ჭა, რად­გან პო­ლე­მი­კა­ში არ უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ. მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ას უნდა ეთ­ქვა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­დო­და ყვე­ლა, ან არა­ვინ.

“თუ ჩვენ ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრიზ­მა­ში ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე კი არ უნდა ივაჭ­რონ, პა­პუ­აშ­ვილს მა­ინ­ცდა­მა­ინც თვითმფრი­ნავ­ში ჩა­ე­ხუ­ტონ, უნდა ივაჭ­რონ, რომ მათი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი უფრო ეფექ­ტუ­რი იყოს, ვიდ­რე პა­პუ­აშ­ვი­ლის ჩას­ვლა. პა­პუ­აშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არა­ნა­ირ ფი­გუ­რას არ წარ­მო­ად­გენს. ამ ვაჭ­რო­ბით ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვი­სი საქ­მე გა­ი­ფუ­ჭა, არ უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ ამ პო­ლე­მი­კა­ში. ამას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ვი­ზი­ტი არ ჰქვია? რო­გორც უნ­დო­დათ ისე და­ე­კომ­პლექ­ტე­ბი­ნათ დე­ლე­გა­ცია, თქვენ რა­ტომ ეტე­ნე­ბით? რაც უნ­დათ, ის გა­ა­კე­თოს. ადე­ქით და უფრო მეტი იმუ­შა­ვეთ უკ­რა­ი­ნა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მი­დით, აჩ­ვე­ნეთ კონ­ტრას­ტი ქარ­თულ და უკ­რა­ი­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ვინც უნდა ის ჩა­წე­როს პა­პუ­აშ­ვილ­მა დე­ლე­გა­ცი­ა­ში. მი­სი­ვე პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა თუ ოპო­ზი­ცი­ას არ ჩა­წერს. ოპო­ზი­ცი­ას ეთ­ქვა, რომ ან ყვე­ლა მოვ­დი­ვართ, ან არა­ვინ. წადი შენ მდი­ნა­რა­ძეს­თან ერ­თად, თავი დაგ­ვა­ნე­ბე“,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მმარ­თველ გუნდს თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა არ უნ­დო­და, რის­თვი­საც სა­ბაბს ეძებ­დნენ, პა­პუ­აშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა კი მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ არ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

“სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთე­ლი პრო­პა­გან­და აგე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ არ გა­დად­გან ისე­თი ნა­ბი­ჯი, რაც თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი რის­კის შემ­ცვე­ლია რუ­სე­თის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის­თვის. ამ ტი­პის ვი­ზი­ტიც ამ რის­კის შემ­ცვე­ლი იყო. ისი­ნი ეძებ­დნენ სა­ბაბს, რა სა­ბა­ბი­თაც არ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ უკ­რა­ი­ნა­ში. ჩემი აზ­რით, ამ ორ დღე­ში და­ი­ნა­ხეს, რომ ეს პარ­ტია წა­ა­გეს. პო­ლი­ტი­კა, რომ ვი­ძა­ხოთ პრო­და­სავ­ლე­ლე­ბი ვართ და მე­ო­რე მხრივ, თვა­ლი ვუ­პა­ჭუ­ნოთ რუ­სეთს, ეს ე.წ. ბა­ლან­სე­ბის პო­ლი­ტი­კა არ გა­მო­დის. შე­იძ­ლე­ბა, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ რუ­სებ­ზე, რომ ფე­ხებ­ში არ გაბ­ლან­დოდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად ამ პი­რო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ. ამ პო­ლი­ტი­კას მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ. აღარ გა­მო­დის ასე ბა­ლან­სი­რე­ბა. მი­ი­ღეს რამ­დე­ნი­მე ალი­ყუ­რი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დას­კვნის სა­ხით, იქ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის საკ­მა­ოდ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა იყო. მათი დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯი იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია. პა­პუ­აშ­ვი­ლის წას­ვლა მათ მიერ არ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ადა­მი­ან­მა ორი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა, ერთი მხრივ ავად იყო, მე­ო­რე მხრივ გა­ბუ­ტუ­ლიც ყო­ფი­ლა. რო­დე­საც ერთ მი­ზეზს ასა­ხე­ლებ, იმის და­ჯე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რო­დე­საც ორ სხვა­დას­ხვა მი­ზეზს ასა­ხე­ლებ, ე.ი. სა­ბაბს ეძებ, რა­ტომ არ წახ­ვი­დე. ავად­მყო­ფო­ბით გა­ამ­ყა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ბუტ­ვა “,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მან პრე­მი­ერ­ზე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრე­მი­ერს “ერთი დიდი წი­თე­ლი ტე­ლე­ფო­ნი უდ­გას მა­გი­და­ზე, ცალ­მხრი­ვი კავ­ში­რით“, ელო­დე­ბა თუ რო­დის და­უ­რე­კავს მას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

“რა ქნას პა­პუ­აშ­ვილ­მა, სა­ნამ ბი­ძი­ნას­გან არ მი­ი­ღო ნე­ბარ­თვა, ვერ გა­დად­გა ნა­ბი­ჯი. სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ აქვთ ამ ადა­მი­ა­ნებს. ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე არის ერთი მეფე, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა პა­ი­კია. პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ეს ხომ ყვე­ლამ იცის. ადა­მი­ა­ნი გვყავს, რომ­ლის კა­ბი­ნეტ­ზე აწე­რია პრე­მი­ე­რი და ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის რა ნა­ბი­ჯის გა­დამ­დგმე­ლია ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, არ­ცერ­თის! ერთი დიდი წი­თე­ლი ტე­ლე­ფო­ნი უდ­გას მა­გი­და­ზე, ცალ­მხრი­ვი კავ­ში­რით, თვი­თონ ვერ ურე­კავს, ელო­დე­ბა რო­დის და­რე­კავს ის და რა ინ­სტრუქ­ცი­ას მის­ცემს. ჩემი იქ ყოფ­ნის დროს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ მა­გი­დას­თან არ იჯდა. თა­ვის საქ­მე­ებ­ზე და­არ­ბე­ნი­ნებ­და, სა­დაც პო­ლი­ტი­კა­ზე ვსა­უბ­რობ­დით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ­დით, იქ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ იჯდა. არც კა­ლა­ძე, ახლა დიდი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რომ გახ­დნენ. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მის­თვის ახა­ლი კად­რი არ იყო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, სავ­სე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ვერ შეს­თა­ვა­ზებ­და თა­ვი­სი გახ­სნი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სი­ურპრიზს“,- აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ipn

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share