დამალულ სიმართლეს ფარდა აეხადა – პუტინს სავარაუდოდ ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს

დამალულ სიმართლეს აეხადა ფარდა – რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელსაც ბირთვულ იარაღზე წვდომა აქვს, სავარაუდოდ  ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს.

აგრესორი ქვეყნის მეთაურს, ექიმების მთელი ბრიგადა დაჰყვება. რუსული გამოცემა, “პროექტი” შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე ბოროტ მმართველს სიკვდილის პანიკური შიში აქვს.

პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები, სავარაუდოდ 2019 წლიდან აწუხებს. მასთან ამ წლების განმავლობავლობაში 60 ცნობილი ექიმი ჩაიყვანეს. პუტინმა მინიმუმ 36-ჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება ექიმ-ონკოლოგთან, ქირურგ სალივანოვთან. მედიკოსმა რუსეთის პრეზიდენტთან 166 დღე გაატარა.

ეჭვს კიდევ ერთი გარემოება ამყარებს – სადაც არ უნდა წავიდეს ვლადიმერ პუტინი, ქირურგი, დერმატო-ვენეროლოგი, ანესთეზიოლოგი, ნევროლოგი და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დაჰყვება.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share