ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყველამ მოისმინა. ეს იყო უკრაინისა და საქართველოს ღალატი – აცხადებს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო “მთავარ არხთან” საუბარში და ამბობს, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს თავის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის.
“ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყველამ მოისმინა. ეს იყო უკრაინისა და საქართველოს ღალატი. ქართველების იმიტომ რომ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის საქართველოს მიუბრუნდება, მის დასჯას და სახელმწიფოებრიობის განადგურებას დაიწყებს. ზუსტად ისე როგორც დღეს ამას უკრაინაში აკეთებს. ქართველების ინტერესებში უკრაინის გამარჯვება და დახმარების აღმოჩენა უნდა იყოს. ამასთან, ქართველების უმრავლესობა უკრაინას მხარს უჭერს და უყვარს. ჩვენ 2008 წლის მძიმე დროს საქართველოს გვერდზე ვიდექით. საქართველოს მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს რომელ მხარეს დგას, დემოკრატიული მსოფლიოსი, თუ პუტინისა და ლუკაშენკოს დიქტატურის გვერდზე.
ამასთან, მინდა ქართველებს ვუთხრა, რომ ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა. იქ ნაკლებად იქნებიან ადამიანები ვინც ამაში ხელს შეგიშლით.
ახლა კიევში ვარ და აქ ვიქნები. მტერს აქ შევხვდები, მზად ვარ…” ამბობს გონჩარენკო “მთავართან” საუბარში