აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.
დანიგანი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ “პირი, რომელიც მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს“.
”პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“ – ამბობს რობინ დანიგანი “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
დანიგანის თქმით, “ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის ჩვენ არ გვხვდება, არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული“.