„ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, სურს თუ არა ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო პატივს სცემს ამ სუვერენულ, თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ნატო-ს არცერთი ქვეყნისთვის არასდროს დაუძალებია ალიანსში გაწევრიანება. ნატო, ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმატებით გაფართოვდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ ალიანსს, მისი წევრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, რამაც ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი. ასე, რომ ეს ეხება დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, არ დაუბრუნდნენ გავლენის სფეროებს, სადაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა მათ პატარა მეზობლებს.
ნატო-ს ოცდაათივე მოკავშირე ერთიანია და ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, ასევე ერთიანი ვართ, დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, ასევე გავუგზავნოთ რუსეთს გზავნილი, რომ მზად ვართ პოლიტიკურ დიალოგში ჩასართავად იმისთვის, რომ შემცირდეს დაძაბულობა და გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი,“- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა msnbc-ის ეთერში განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.