პრემიერ-მინისტრის ოჯახთან შედარებით, გაცილებით დაუნდობელი იყო დღეს სისტემა ორხევში. მძიმე ტექნიკა დღეს პირდაპირ ეთერში ანგრევდა სახლებს, არღვევდა საძირკველს და ღია ცის ქვეშ ტოვებდა ოჯახებს. ეს ადამიანური ტრაგედია დედაქალაქის მერის ბრძანებით მოხდა.
კახა კალაძე ნგრევას აგრძელებს. თბილისის მერი და მისი ხელქვეითები ისე ანადგურებენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აშენებულ საცხოვრებლებს, რომ მანდ მცხოვრებ ოჯახებს არავითარ სოციალურ გარანტიას არ აძლევენ.
კალაძე არც წინასაარჩევნო დაპირებებს იხსენებს და არც უსახლკაროდ დარჩენილებთან საუბარი არ სურს – დედაქალაქის მერი მხოლოდ კანონის აღსრულებაზე ზრუნავს და სოციალურად დაუცველების უფლებები საერთოდ არ აღელვებს.