ივანიშვილი ასაკშია უკვე და სჯობს, წავიდეს და ტკბილი სიბერე მოიწყოს – როინ ქოჩორაშვილი

“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, როინ ქოჩორაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, სწორად ჩაატაროს არჩევნები, წავიდეს და ტკბილი სიბერე მოიწყოს.

ქოჩორაშვილს არ ესმის იმ ადამიანების, ვინც ივანიშვილის გზავნილების მოსმენის შემდეგ, კვლავ 41 ნომერს შემოხაზავს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, იმ ადამიანებს, “ვისაც ბიუჯეტში ხელი აქვს ნაფათურები აუცილებლად მოეთოხვებათ და ამაში ეჭვი არ შეეპაროთ.“

”ივანიშვილს აქვს საშუალება, სწორად ჩაატაროს არჩვენები, ასაკშია უკვე და სჯობს, წავიდეს შვილიშვილებთან ერთად ტკბილი სიბერე მოიწყოს. ვისაც არაფერი აქვს დაშავებული, მიხედავს კერძო სექტორს, თუ ვინმეს ბიუჯეტში ხელი აქვს ნაფათურები აუცილებლად მოეთოხვებათ და ამაში ეჭვი არ შეეპაროთ.

“ოცნება“ დაემსგავსა კი არა გაასწრო ნაცმოძრაობას და ორივე პარტია მიუღებელია ქართველი ხალხისთვის. ივანიშვილი ისეთ გზავნილებს აკეთებს, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომ ასეთ განცხადებებს მოისმენს, 41 ნომერი როგორ უნდა შემოხაზოს, არ მესმის. 

მოგეხსენებათ, პარლამენტი როგორი ხალხითაა სავსე, ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ ძირითადი , ყოფილი ნაცმოძრაობა, პარტიებიდან გადმოპორტირებულები, არანაირი ღირსება რომ გააჩნიათ, მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვთ- როგორ შეჭამონ ბიუჯეტი, მოიწყონ ცხოვრება, ეს ხალხი ჩემთვის მიუღებელია, რადგან ისინი არიან ქვეყნის მტრები“,- განაცხადა როინ ქოჩორაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share