პარტია “სამართლიანობის” ლიდერი, ეკა ბესელია “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს, მაშინ დიდი თანხის სანაცვლოდ ოპოზიციური სპექტრიდან რომელიმე პოლიტიკური ძალის გადაბირებას შეეცდება.
ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია “ქართული ოცნების” მაშველი რგოლი არ იქნება და “ქართული ქარტიის” ერთგული დარჩება.
”თავს შევიკავებ, რომ პერსონალიზება მოვახდინო ვინმესი. ივანიშვილის ერთადერთი რესურსი შეუზღუდავი ფინანსური რესურსია, ამიტომ ის მოინდომებს ძალიან დიდი თანხა დახარჯოს თუ შეძლებს ვინმეს გადაბირებას, როდესაც დაინახავს, რომ ის ვერ იგებს არჩევნებს და არ ყოფნის მანდატები უმრავლესობისთვის. ერთადერთი საფრთხე ეს არის, ამ საფრთხის განეიტრალება და დაზღვევა ისევ ხალხს შეუძლია, რომელმაც არ უნდა მისცეს არავის უფლება, დაიწყოს რყევა და რაიმე ტიპის თამაშზე წამოგება. სხვა რესურსი მას არ აქვს იმიტომ, რომ არც სისტემა არ არის მყიფე”, – ამბობს ეკა ბესელია.