2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირების ფონზე, მსახიობი ეკა ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მომავლის ჩამოყალიბების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.
მსახიობი “ტვ პირველის” ეთერში განმარტავს, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე დამკვირვებლად იმ მიზნით დარეგისტრირდა, რომ არ სურს ქვეყანა “ჯოჯოხეთსა და კოშმარში” აღმოჩნდეს.
”თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება ჩვენი ცხოვრების. მე მგონია, რომ ძალიან დიდი წვლილი შემაქვს ჩემი ქვეყნის მომავალში. გუშინ წავიკითხე, რომ ეკა ნიჟარაძემ თავის სფეროში რესურსი ამოწურაო, არაფერი არ ამომიწურავს, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობ როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვიწყვე ჩემი ცხოვრება და უნდა დავჯდე და ველოდო, როდის აღმოვჩნდებით კოშმარში, ჯოჯოხეთში. ეს ის მინიმუმია, რაც მე შემიძლია რომ გავაკეთო”, – ამბობს ეკა ნიჟარაძე.
უპრეცედენტო მობილიზაცია არჩევნებისთვის – საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად ერთიანდება ყველა განურჩევლად პროფესიისა. ქვეყნის ევროპულ მომავალს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაიცავენ მსახიობები, მომღერლები, მხატვრები, რეჟისორები.