მთელი ევროპა ხმას იმაღლებს, რომ ხელში მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, პირველი გამოწვევა საქართველოა – პრეზიდენტი

მთელი ევროპა ხმას იმაღლებს, რომ ხელში მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, პირველი გამოწვევა საქართველოა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “ევროპამ არ უნდა მიიღოს დემოკრატიული გამოწვევები, რომლებიც რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი“.

”მთელი ევროპა ხმას იმაღლებს, რომ ხელში მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას მკაფიო და სტაბილური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს და არ უნდა მიიღოს დემოკრატიული გამოწვევები, რომელიც რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share