მომღერალი გიორგი უშიკიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უფროდაუფრო დამძიმდება, რადგან “ქვეყანაში, სადაც არ არის სამართლიანობა, სასამართლო, არჩევანის უფლება, შეუძლებელია ასეთ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.“
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, საზოგადოებამ უნდა შეძლოს და თავისი სიტყვა თქვას.
“ახლა ჩვენი ერთადერთი ვალდებულებაა, არ დავუშვათ, რომ ასე მიჩუმათდეს გაყალბების ის ფაქტები, რომლებიც წარმოდგენილია“, – განაცხადა უშიკიშვილმა.
”ვერ ვხდები “ოცნებას“ არჩევნების მოგებით რა უხარია, მე ზუსტად ვხედავ იმ მომენტს, როცა ეს ადამიანები პირველ რიგში თავად იგრძნობენ იმ შედეგებს, რომელიც მოჰყვება ასეთ დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე. ჩვენი მდგომარეობა იქნება უფრო და უფრო მძიმე და ცუდი. ქვეყანაში, სადაც არ არის სამართლიანობა, სასამართლო, არჩევანის უფლება, შეუძლებელია ასეთ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
ახლა ჩვენი ერთადერთი ვალდებულებაა, არ დავუშვათ, რომ ასე მიჩუმათდეს გაყალბების ის ფაქტები, რომლებიც წარმოდგენილია. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვას. ყველას მინდა მოვუწოდო- ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, ან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც წინ წავა და განვითარდება. რეალურად ახლა ჩვენ რომ გვქონოდა შანსი სამართლიანი არჩევნების, საერთოდ სხვაგან უნდა ვიყოთ, ახლა კი სრული უიმედობაა ქვეყანაში დასადგურებული“, – განაცხადა უშიკიშვილმა.