ექიმი ვახტანგ კალოიანი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” აცხადებს, რომ:
“სამედიცინო თვალსაზრისით, რაიმე მსჯელობა რაიმე შედეგზე ამ ეტაპზე არის წარმოუდგენელი.
შეიძლება მხოლოდ კითხვები გაიზარდოს… მეორე, რაზე მიგვითითებს ამ მედიკამენტების არსებობა – ის არის ერთი მორფინი, ერთი მისი დაშლის პროდუქტი, არის ერთი ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტკივილის დროს, არის კანაფის შემადგენელი, აქ თავისთავად არსებობა ამ ნივთიერების არაფერს არ ნიშნავს თუ არ არის გარკვეული მისი კონცენტრაცია თუ არ არის გარკვეული მისი განაწილება ქსოვილებში”.