“ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია” – ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთი კმაყოფილია. კრემლის პროპაგანდისტული მედია უკვე მეორე დღეა იხსენებს რომ ანტიდასავლური შეხედულებებით ცნობილი ყაველაშვილი 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა.
ბოლო 24 სააათში რუსეთშიი უკვე ათობით სტატია გამოქვეყნებული, რომლითაც ყაველაშვილის მთავარ მიღწევად და დამსახურებად რუსეთის ჩემპიონობა აქვთ მიჩნეული.