საყოველთაო პროტესტს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა შეუერთდა.
ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ახლა ვინც არ გადაგდება არის რუსეთის წარმომადგენელი“ და საზღვაგარეთ მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა, მივიდნენ თავიანთი ქვეყნის საელჩოებთან და ელჩებს მუშაობის საშუალება არ მისცენ.
“მიდით საელჩოებთან, გადაკეტეთ და არ დაუთმოთ ადგილი“, – თქვა მან.
”ეს არის ქვეყნის გადატრიალება, გათელეს ყველაფერი, რაც იყო ჩვენი ეროვნული წარსული. ჯერ მოგვპარეს არჩევნები, შემდეგ შევიდნენ არალეგიტიმურ პარლაემნტში, ახლა უნდა დავიჩოქოთ, ჩვენი მტერის პუტინის წინდ ა ეს ვერ მხოდება, ქართველი ხალხი ამას არ დათანხმდება, მინდა მივმართო ქართველებს, რომელბცი საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მიდით საელჩოებთან, გადაკეტეთ და არ დაუთმოთ ადგილი, ახლა ვინც არ გადაგდება არის რუსეთის წარმომადგენელი, ეს არის ჩვენი მომავლის მოძრაობა.
ვერავინ ვეღარ იტყვის, რომ არ იცოდა – იცით რომ ღალატობთ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.