გაიცანით 5 ქართველი გინესის რეკორდსმენი, რომელთა შორის ერთ-ერთი ედუარდ სააკაშვილია

2000 წლიდან გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემაა, რომელიც მოიცავს ცნობებს მსოფლიო მასშტაბით ადამიანების უდიდესი მიღწევების შესახებ. გინესის რეკორდების სიაში არაერთი ქართველი მოხვედრილა, მათ შორის კი მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი 2011 წელს დაამყარა.

იხილეთ 5 ქართველი გინესის რეკორდსმენების სიიდან:

ედუარდ სააკაშვილი – საქართველოს ექსპრეზიდენტის შვილმა დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი თანამედროვე ტექნოლოგიებში, როდესაც ipad-ზე ინგლისური ენის ანბანი 5,26 წამში აკრიფა და წინა რეკორდი 1,5 წამით გააუმჯობესა.

მაია ჩიბურდანიძე
 –

მაიამ 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჭადრაკში. ამ მონაცემებით იგი მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონია ჭადრაკში. იგი ასევე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ქალთა შორის ჭადრაკში, ჭადრაკის დედოფლობის ხანგრძლივობით მესამეა და დედოფლად 14 წლის განმავლობაში იწოდებოდა.


თინათინ ცისკარაძე
 – რეკორდსმენების სიაში 16 წლის და 4 თვის ასაკში შევიდა, როდესაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ბიძის გარდაცვალებისა და თავისი ცხოვრების შესახებ და ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მიიღო.

გიორგი ასანიძე
 – მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ატაცში ორი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. გიორგი ასევე ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერია.

ლევ სარქისოვი
 – გახდა ყველაზე ხანდაზმული ასაკის მქონე ადამიანი, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ავიდა. მწვერვალზე მოხვედრა მან 60 წლისა და 161 დღის ასაკში მოახერხა.

marao.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share