რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე უკრაინაში MLRS-ის მიწოდების დამტკიცებაზე – ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხ „Russia 1-თან“ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინული იარაღს რუსეთი “თხილივით აწკაპუნებს”
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკრაინაში თხილივით აწკაპუნებს იარაღს, ათეულობით განადგურდა”,- თქვა პუტინმა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში ახალი იარაღის გაგზავნის შესახებ კომენტირებისას.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე მესამედ გამოაცხადა ოდესასთან უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოგდება. უკრაინის ხელისუფლებამ უარყო რუსული ყალბი ინფორმაცია და განმარტა, რომ რუსეთს შესაბამისი სამხედრო საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა საჰაერო სამიზნეების ჩამოგდებისთვის უბრალოდ არ აქვს.