უკრაინულმა დანაყოფებმა ჩეჩნური რაზმის, კადიროველების ერთ-ერთი მეთაური გაანადგურა. ცნობილი ხდება, რომ ლიკვიდირებულია 141-ე მოტომსროლელი პოლკის ხელმძღვანელი მაგომედ თუშაევი, რომელიც რამზან კადიროვის ერთ-ერთი მთავარი საველე მეთაური იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი პოლიტიკოსი ევგენი კარასი ავრცელებს.